დიდი შვიდეული პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას "იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება".
"ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას და უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენი ხანიც იქნება საჭირო". - ნათქვამია G7-ის განცხადებაში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინა თავად წყვეტს საკუთარ დიპლომატიურ გზას.
"ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, საკუთარი თავის დასაცავად და საკუთარი მომავლის არჩევაში."- ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას თავის დაცვაში ომის დასრულების შემდეგ.
"ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინასთან უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს რუსული აგრესია. "- ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, ბავარიაში, ვიდეო მიმართვით დიდი შვიდეულის სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთისთვის მეტი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა.
ასევე, ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სთხოვა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის და უკრაინის აღდგენითი პროცესების საკითხებში დახმარება.